კომპანიის შესახებ

კომპანიის გუნდი, რომელიც გამოცდილ პროფესიონალებს აერთიანებს, ზრუნავს მუდმივ განვითარებაზე, იცავს მშენებლობის მაღალ სტანდარტებს და იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
ჩვენი პარტნიორები
სეუ დეველოპმენტის შესახებ
კომპანიის საქმიანობის მთავარი ღირებულებაა მომხმარებლის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ნდობის გამართლება და თითოეული აღებული ვალდებულების პასუხისმგებლობით შესრულება.
სეუ დეველოპმენტს თბილისის მასშტაბით წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე არაერთი პროექტი აქვს. კომპანიის დასრულებულ პროექტებს შორისაა საცხოვრებელი კომპლექსები ანა პოლიტკოვსკაიასა და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩებზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ძველი და ახალი სასწავლო და საგამოფენო შენობები, ასევე, ბიზნესცენტრი თბილისის გარეუბანში. ამჟამად კომპანია ვარკეთილში თანამედროვე და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.
კომპანიის ყველა პროექტი სრულად ფინანსდება მშენებლობის საწყის ეტაპზევე, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების უწყვეტ მიმდინარეობასა და პროექტების დაგეგმილ ვადებში დასრულებას.
სეუ დეველოპმენტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმსა და დაჯილდოებაზე - East Europe Real Estate Project Awards, სადაც გაიმარჯვა ორ პრესტიჟულ ნომინაციაში: წლის საუკეთესო საცხოვრებელი კომპლექსი (Residential Project of the Year) და წლის წარმატებული გაყიდვების მაჩვენებელი (Sales Performance Excellence).
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სეუ დეველოპმენტი მშენებლობის პროცესში იყენებს მხოლოდ ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებს. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების შექმნა, რომლებიც სრულად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებსა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს; ამასთან, მსგავსი პროექტების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისთვის.
